პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ამ სასმელზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!! ასე, რომ.მივყვეთ თავიდან, რა არის ყავა:
ყავა ეს არის მომცრო ტანის მრადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯახიდან, 10 მ-მდე სიმაღლის (კულტურულ პლანტაციებში ზრდიან დაბალ მცენარეებს ნაყოფის მოკრეფის გასაადვილებლად), აქვს გრძელი გაშლილი ან დახრილი ტოტები. მომრგვალებულ-წაგრძელებული, მოკლე ყუნწებიანი, 5-20 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ .მრავალრიცხოვანი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია სამ – შვიდ ყვავილად ფოთლების უბეებში.
ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვატორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.
ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.
ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე) კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოწმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი – ნიკოტინმჟავა, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში. ერთ ფინჯან ყავაში არის მოზრდილი ადამიანის სადღეღამისო დოზის დაახლოებით მესამედი PP ვიტამინი.
ყავის მარცვალი შეიძლება შევინახოთ წლების განმავლობაში და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღვინის მსგავსად მისი გემოც წლიდან წლამდე უმჯობესდება. ყავა მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ, უმჯობესია, მინის ჭურჭელი იყოს. თუმცა, დაფქული ყავა მალე კარგავს არომატს, ამიტომ ჯობია, მოდუღების წინ დავფქვათ ყავა. მაგრამ, ვინაიდან დღეს დაფქულ ყავას ვიძენთ პირდაპირ, მისი შენახვაც მინის კარგად დახურულ ჭურჭელშია მიზანშეწონილი – ასე უფრო დიდხანს ინახავს გემოვან თვისებებს, თუმცა არა მარცვლების მსგავსად წლების განმავლობაში.
ასევე როგორც ვიცით, ნალექიანი ყავის გარდა, გვხვდება ე.წ. უნალექო, ანუ ხსნადი ყავა. მისი გემო და არომატი გამოირჩევა ნალექიანი ყავისაგან, თუმცა აქვს ყავის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური მოქმედება, რადგან მასშიც არ იკარგება კოფეინი.
ყავის მოქმედება და თვისებები

კოფეინის ზემოქმედებით ძლიერდება რეფლექტორული მოქმედება, ხშირდება და ღრმავდება სუნთქვა, ძლიერდება გულის მოქმედება, იზრდება დაქვეითებული სისხლის წნევა, ფართოვდება თავის ტვინის, გულუსა და თირკმელების სისხლძარღვები, იზრდება შარდის გამოყოფა, ძლიერდება კუჭის წვენის სეკრეცია (გამოყოფა) – ალბათ ამ უკანასკნელი თვისების გამო გვიყვარს ყველას, სადილის შემდეგ ერთი ფინჯანი ყავა
ყავის სამკურნალო თვისებები


მცდარია შეხედულება, იმის შესახებ, რომ 1-2 ფინჯანი მაგარი ყავა აფრთხობს ძილს და აფხიზლებს ნასვამ ადამიანს. გამოკველევების თანახმად, ყავა ალკოჰოლის მოქმედების დროს გვევლინება არა მისი ანტაგონისტი, არამედ უფრო როგორც მისი მოკავშირე.
ხანდახან ყავის გამოყენება შეიძლება როგორც ჭრილობის შემახორცებელი დამხმარე საშუალება. გვირჩევენ, რომ დაბეჟილობა და ჭრილობები (მათ შორის ჩირქოვანიც) მოვბანოთ კარბოლკისა და კალიუმის მანგანუმმჟავის 2-3% –იანი ხსნარით და დავაყაროთ წვრილად დაფქული ყავა. ჭრილობა უნდა დავბანოთ არა ნაკლებ 2-ჯერ დღეში. ყავის ფხვნილით დაფარული ფენა ხელს უწყობს ჭრილობის ზედაპირის გამოშრობას და უფრო სწრაფ შეხორცებას.

ყავა წინააღმდეგ ნაჩვენებია ადვილად აღგზნებადი ადამიანებისათვის, კუჭის წყლულით დაავადებულთათვის. ყავის ძალიან დიდი რაოდენობით მიღებამ სეიძლება მცირე მოწამვლა გამოიწვიოს. ხოლო მცირე და დასაშვები დოზებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დაშვებული და სასრგებლოცაა.

ბრაზილურ ყავას კი თვით ფეხბურთის მეფე და ლეგენდა პელეც კი უკეთებს რეკლამას, რა თქმა უნდა, მისი სახელობის ყავას …
ახლა კი ყავის მომზადების ერთი საინტერესო რეცეპტი, ზოგმა ალბათ იციტ, ზოგმა კი არა მოკლედ, ერთ კოვზ ხსნად ყავას დააყარეთ ერთი ან ორი კოვზი შაქარი, დაასხით ცოტა წყალი, ისე რომ ოდნავ დასველდეს ყავა და მისი ათქვეფა შეძლოთ კოვზით. კარგად რომ აითქვიფება, ანუ ლამის გათეთრდება დაუფრო ჰაეროვანი გახდება, მასა მზადაა. შემდეგ მოადუღეთ ჩვეულებრივი ნალექიანი (თურქული) ყავა და ეს ათქვეფილი ყავა კოვზით დაადეთ ზევიდან… დასალევად უგემრიელესია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ მაგარია. ჰო, დალევისას ფრთხილად იყავით, ენა არ დაიწვათ რადგან ქაფი გრილია და სიფრთხილის გრძნობის დაკარგვის საფრთხე დგება
ბოლოს Nescafe-ს ერთი სარეკლამო რგოლიც მინდა გაგახსენოთ
No comments:
Post a Comment