Sunday, December 9, 2012

ყავის ციებცხელება


ცოტა რამ ყავის შესახებ…
ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ. ევროპაში ყველაზე მეეტ ყავას ფინელები და ნორვეგიელები მიირთმევენ.
დღესდღეობით, 70 სახეობის ყავა არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულია: “რობუსტი” და “არაბიკა”.
თავდაპირველად ყავას მარცვლებისგან ხარშავდნენ. შემდეგ მისი დაფქვა ისწავლეს. 1554 წელს პირველი ყავახანები სტამბოლში გაიხსნა. სირიელები ახალადაფქულ და მოხარშულ ყავას არომატისთვის მიხაკსა და ილს უმატებდნენ.
ყველაზე ძვირადღირებული ფინჯანი ყავას იაპონიაში მოგართმევენ. იამაიკური რომით შეზავებული Jamaica Blue Mountain 30 ევრო ღირს. 1940 წლიდან იაპონიაში ყავას ყინულით მიირთმევენ. ამომავალი მზის ქვეყანაში ყავახანს Kissaten ჰქვია. იაპონიაში 1-ელი ოქტომბერი ყავის დღედაა გამოცხადებული.
ფრანგები დილაობით დიდი ჭიქით სვამენ რძიან ყავას, იტალიელები – მაგარ რისტრეტოს. ამერიკელები Starbucks-ის ყავახანებში 2 ჭიქა ამერიკანოს მიირთმევენ, 3 ჭიქის ოდენობა კი თან მიაქვთ. არაბები დილის 4 საათზე ქვუშუს გაცხელებას იწყებენ, სპილენძის ჯეზევში არომატული ყავის მოსახარშად.
ძველად მიიჩნევდნენ, რომ ყავა ძალასმატებდა, ფილოსოფოსები კი – სიბრძნეს. ყავა არაბულად “სიძლიერეს”, “აქტიურობას” ნიშნავს.
ევროპის კაფეებში დილით კაფენეროს (საშუალო სიძლიერის ყავას) მოგართმევენ, საღამოს – კაფე-ფერტინგს არყით. ასევე პოპულარული სასმელებია: ფიაკერი (ესპერნო ან მოკო რომით ან კონიაკით), მარია-ტერეზინა (მოკო ფორთოხლის ლიქიორით) აირიში (ყავა შაქრითა და ვისკით), ჰოთ-შოტი (ლიქიორითა და ნაღებით) და ა.შ.
თუ დილაობით ფრანგები რძიან ყავას სვამენ, საღამოს ლიეჟუას (ყავა ვანილის ნაყინითა და ნაღებით) მიირთმევენ; დღის განმავლობაში – ლატეს, მაკიატეს და კაპუჩინოს.
ავსტრალიელი ოფიციანტი აინშპენერით (მოკო ათქვეფილი ნაღებით) ან მელაჟნით (ყავა რძით) გაგიმასპინძლდებათ. შვეიცარიაში ტრადიციულად შიუმლის (ფილტრის ყავა) მოგართმევენ.
ყველაზე მოცლილი კლიენტები სამხრეთ აფრიკულ ყავახანებში დადიან. ოფიციანტი, თქვენ თვალწინ, რეცხავს ყავის მარცვლებს, შემდეგ მოხალავს, გააგრილებს, ხელის საფქვევში ჩამოაფქვევს, მოხარშავს და მოგართმევთ.
ამბობენ რომ ეკატერინე II იმდენად მაგარ ყავას სვამდა, რომ ჭიქაში მორჩენილ ნალექს კიდევ უამრავჯერ ხარშავდნენ. მეორედ მას კამერდინერები სვამდნენ, შემდეგ მზარეულები, მოსამსახურეები და ბოლოს – ლაქიები.
ევროპაში შაქროამო ყავა პირველად საფრანგეთის მეფემ, ლუი XIV-მ 1715 წელს დააგემოვნა. მანამდე სასმელში, სურვილის მიხედვით, ლიმონის ნაჭერს აგებდნენ. საფრანგეთში ყავა არაბებმა შეიტანეს. ევროპაში მას “არაბულ ღვინოს” ეძახდნენ. ყავაში რძის ჩამატება ევროპელებმა 1680 წელს დაიწყეს.
ყავის ფილტრი 1908 წელს გერმანელმა მელიტა ბენცმა დაამზადა. პირველი ესპრესოს ავტომატი იტალიაში 1906 წელს დაამზადეს.
წყარო: ჟურნალი “გზა”

სიმართლე ყავის შესახებ

Cup of cofee
პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ამ სასმელზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!! ასე, რომ.მივყვეთ თავიდან, რა არის ყავა:
ყავა ეს არის მომცრო ტანის მრადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯახიდან,  10 მ-მდე სიმაღლის (კულტურულ პლანტაციებში ზრდიან დაბალ მცენარეებს ნაყოფის მოკრეფის გასაადვილებლად), აქვს გრძელი გაშლილი ან დახრილი ტოტები. მომრგვალებულ-წაგრძელებული, მოკლე ყუნწებიანი, 5-20 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ .მრავალრიცხოვანი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია სამ – შვიდ ყვავილად ფოთლების უბეებში.
coffee flowers coffe trees
ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვატორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.
ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.
ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე)  კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოწმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი – ნიკოტინმჟავა, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში. ერთ ფინჯან ყავაში არის მოზრდილი ადამიანის სადღეღამისო დოზის დაახლოებით მესამედი PP ვიტამინი.
cofee with flover
ყავის მარცვალი შეიძლება შევინახოთ წლების განმავლობაში და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღვინის მსგავსად მისი გემოც წლიდან წლამდე უმჯობესდება. ყავა მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ, უმჯობესია, მინის ჭურჭელი იყოს. თუმცა, დაფქული ყავა მალე კარგავს არომატს, ამიტომ ჯობია, მოდუღების წინ დავფქვათ ყავა. მაგრამ, ვინაიდან დღეს დაფქულ ყავას ვიძენთ პირდაპირ, მისი შენახვაც მინის კარგად დახურულ ჭურჭელშია მიზანშეწონილი – ასე უფრო დიდხანს ინახავს გემოვან თვისებებს, თუმცა არა მარცვლების მსგავსად წლების განმავლობაში.
ასევე როგორც ვიცით, ნალექიანი ყავის გარდა, გვხვდება ე.წ. უნალექო, ანუ ხსნადი ყავა. მისი გემო და არომატი გამოირჩევა ნალექიანი ყავისაგან, თუმცა აქვს ყავის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური მოქმედება, რადგან მასშიც არ იკარგება კოფეინი.
ყავის მოქმედება და თვისებები
coffee treeყავის ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური არის ალკალოიდი კოფეინი. კოფეონის ჯგუფის ალკალოიდები ქიმიური წყობით ახლოს არიან ზოგიერთ იმ ნივთიერებასთან, რომელიც გვხვდება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში (შარდმჟავა და სხვ.). ალბათ ამიტომ ისინი არ არიან საშიშნი ადამიანისათვის მცირე რაოდენობით ხანგრძლივად გამოყენების დროსაც კი. კოფეინს სწრაფად შეწოვის უნარი აქვს, ანუ ორგანიზმი მალე ითვისებს მას.მისი მოქმედება შეყვანიდან 15-30 წუთის შემდეგ ვლინდება. კოფეინის, ისევე როგორც მრავალი ნივთიერების მოქმედების ხანგრძლივობა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ორგანიზმის უნარზე, დაშალოს იგი ან გადააქციოს ნაკლებად აქტიურ შენაერთებად და განსაკუთრებით ეს ალკალოიდი და მისი დაშლის პროდუქტები გამოდევნოს. კოფეინს არ აქვს ორგანიზმში დაგროვების უნარი, ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი. მისი დიდი ნაწილი იშლება და გადაიქცევა შარდოვანად. 6 საათის განმავლობაში იშლება დაახლოებით 50% მიღებული კოფეინისა, დღეღამის განმავლობაში კი იგი ორგანიზმში აღარ რშება. შეუცვლელი სახით თირკმელებით გამოიყოფა შეყვანილი დოზის მხოლოდ 8%.
კოფეინის ზემოქმედებით ძლიერდება რეფლექტორული მოქმედება, ხშირდება და ღრმავდება სუნთქვა, ძლიერდება გულის მოქმედება, იზრდება დაქვეითებული სისხლის წნევა, ფართოვდება თავის ტვინის, გულუსა და თირკმელების სისხლძარღვები, იზრდება შარდის გამოყოფა, ძლიერდება კუჭის წვენის სეკრეცია (გამოყოფა) – ალბათ ამ უკანასკნელი თვისების გამო გვიყვარს ყველას, სადილის შემდეგ ერთი ფინჯანი ყავა 
ყავის სამკურნალო თვისებები
coffee-flowerევროპაში ყავის სამკურნალოდ გამოყენების პირველი მითითებანი გაჩნდა 1592 წელს. თავდაპირველად ევროპელ ექიმთა უმეტესობა ყავის სასმელს წინასწარშექმნილი ცუდი აზრით ეკიდებოდა, მაგრამ მალე მათ ყავის გამოყენება ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, უმი მარცვლებისაგან ჩვეულებრივ ნაყენს ამზადებდნენ და შემდეგ მას იყენებდნენ ციებ-ცხელების, თავის ტკივილის, ყივანახველის, კატარული მდგომარეობის, ნიკრისის ქარისა და ართრიტის დროს.  უფრო ფართოდ გამოიყენეოდა მოხალული ყავის ნახარშები ან ნაყენები. მაგარ ნახარშს, ლიმონის წვენთან არეულს, იყენებდნენ ციების დროს. მე-18 საუკუნიდან ყავის მარცვლებს იყენებენ ჰომეოპათიაში. არც თუ იშვიათად, ყავას უნიშნავენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა მოწამვლის დროს, შაკიკისა და ზოგიერთი ფუნქციონალური ნერვული მოშლილობის დროს. ასევე ქალებს მენსტრუალური ტკივილი დროს ურჩევენ მიიღონ ყავა, რადგან კოფეინი ხსნის სპაზმებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რაც საბოლოოდ აყუჩებს კიდეც ტკივილს. განსაკუთრებით მტკიცედ დამკვიდრდა პრაქტიკაში მაგარი ყავის დანიშვნა, როგორ საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება სისუსტის შემთხვევაში.  ყავაში შემავალი კოფეინის წყალობით ჩნდება სიმხნევის გრძნობა, ქრება გონებრივი დაღლილობა და თვლემა, მნიშვნელოვნად იოლდება და ღრმავდება აზროვნება, აქტიურდება მეხსიერება და ემოციური შთაბეჭდილებების აღქმა.
coffee-cupყავა საოცრად დადებითად მოქმედების მოწამვლის დროს.  ამ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვის შემდეგ რეკომენდებულია დაზარალებულს მივცეთ 1-2 ფინჯანი ყავა, მისი მთრიმლავი ნივთიერებები კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენენ, შეუძლიათ დალექონ და წინააღმდეგობა გაუწიონ შხამიანი ნივთიერებების ნარჩენების შეწოვას. გარდა ამისა, კოფეინი მოწამვლის დროს ტონუსს აძლევს ორგანიზმს და აძლიერებს გულის შესუსტებულ მოქმედებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც იყენებენ ყავას სამკურნალოდ. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს ფაღარათის შეწყვეტას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში იყენებენ არა მარტო შავ ყავას, არამედ მისგან მომზადებულ ჟელეს, მუსსა და კისელს. ხანდახან ყავის დახმარებით უწყვეტენ შეუცერებელ პირღებინებას ფეხმძიმე ქალებს.
მცდარია შეხედულება, იმის შესახებ, რომ 1-2 ფინჯანი მაგარი ყავა აფრთხობს ძილს და აფხიზლებს ნასვამ ადამიანს. გამოკველევების თანახმად, ყავა ალკოჰოლის მოქმედების დროს გვევლინება არა მისი ანტაგონისტი, არამედ უფრო როგორც მისი მოკავშირე.
ხანდახან ყავის გამოყენება შეიძლება როგორც ჭრილობის შემახორცებელი დამხმარე საშუალება. გვირჩევენ, რომ დაბეჟილობა და ჭრილობები (მათ შორის ჩირქოვანიც) მოვბანოთ კარბოლკისა და კალიუმის მანგანუმმჟავის 2-3% –იანი ხსნარით და დავაყაროთ წვრილად დაფქული ყავა. ჭრილობა უნდა დავბანოთ არა ნაკლებ 2-ჯერ დღეში. ყავის ფხვნილით დაფარული ფენა ხელს უწყობს ჭრილობის ზედაპირის გამოშრობას და უფრო სწრაფ შეხორცებას.
coffee-flower-cherryარსებობს აზრი, რომ ყავა კარგი საკვები ნივთიერებაა, რადგან მასში არის საკმაოდ ბევრი აზოტური ნივთიერება, ცხიმი და შაქარი, თუმცა რადგან ყავას მცირე დოზებით იღებს ადამიანი (10-12გრ ფინჯანზე), მისი საკვები ნივთიერებებიც,  მცირე რაოდენობით ხვდება ორგანიზმში. ამავ დროს ყავას შეუძლია შეამცრის შიმსილის გრძნობა და ამით ამცირებს საკვების დიდი რაოდენობით მიღების მოთხოვნილებას (თუმცა ყავის დიეტაზე დაჯდომას მაინც არავის არ გირჩევთ  )
ყავა წინააღმდეგ ნაჩვენებია ადვილად აღგზნებადი ადამიანებისათვის, კუჭის წყლულით დაავადებულთათვის. ყავის ძალიან დიდი რაოდენობით მიღებამ სეიძლება მცირე მოწამვლა გამოიწვიოს. ხოლო მცირე და დასაშვები დოზებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დაშვებული და სასრგებლოცაა.
beans of coffeeეს იყო ის მცირედი, რაც ყავაზე მოპოვებული უზარმაზარი ინფორმაციიდან ამოვკრიფე. თქვენი არ ვიცი და მე ყავის გარეშე ვერ ვარსებობ… დილით ფინჯანი ნალექიანი ყავა ისე მიხარია, ვერ წარმოიდგენთ   განსაკუთრებით “ნესკაფე” მიყვარს ძალიან  მისი სამკურნალო თვისებებიდან კი ყივანახველაზე მოქმედების დადებითი ეფექტი ყველაზე კარგად მაქვს გამოცდილი – კოფეინი მომენტალურად ხსნის სპაზმებს და შვებას აძლევს ადამიანს. საკმაოდ გვიან მოვიხადე ეს დაავადება და მძიმედაც გადავიტანე. ყავა მშველის მაშინაც, როცა თავი მტკივა ძალიან და როცა ცუდ ხასიათზე ვარ… 
ბრაზილურ ყავას კი თვით ფეხბურთის მეფე და ლეგენდა პელეც კი უკეთებს რეკლამას, რა თქმა უნდა, მისი სახელობის ყავას … 
Pele
ახლა კი ყავის მომზადების ერთი საინტერესო რეცეპტი, ზოგმა ალბათ იციტ, ზოგმა კი არა  მოკლედ, ერთ კოვზ ხსნად ყავას დააყარეთ ერთი ან ორი კოვზი შაქარი, დაასხით ცოტა წყალი, ისე რომ ოდნავ დასველდეს ყავა და მისი ათქვეფა შეძლოთ კოვზით. კარგად რომ აითქვიფება, ანუ ლამის გათეთრდება დაუფრო ჰაეროვანი გახდება, მასა მზადაა. შემდეგ მოადუღეთ ჩვეულებრივი ნალექიანი (თურქული) ყავა და ეს ათქვეფილი ყავა კოვზით დაადეთ ზევიდან… დასალევად უგემრიელესია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ მაგარია. ჰო, დალევისას ფრთხილად იყავით, ენა არ დაიწვათ  რადგან ქაფი გრილია და სიფრთხილის გრძნობის დაკარგვის საფრთხე დგება 
ბოლოს Nescafe-ს ერთი სარეკლამო რგოლიც მინდა გაგახსენოთ 



წყარო: ენციკლოპედია ”ყველაფერი ყავის შესახებ”

როგორ მოვუაროთ ყავას

ყავის ხე არ ითვლება მომთხოვნ მცენარედ, მაგრამ ეს შეხედულება იმ შემთხვევაშია მართებული, თუ სწორად დავიცავთ მისი მოვლის წესებს. ყავას ზომიერი ტემპერატურა სჭირდება. ზამთარში 14-15 გრადუსიც ჰყოფნის (უკიდურეს შემთხვევაში, არანაკლებ 12 გრადუსისა). უყვარს სინათლე, თუმცა გაზაფხულზე და ზაფხულში უნდა მოვუჩრდილოთ _ ფანჯარას თხელი ტიულის ფარდა უნდა ჩამოვაფაროთ. ზაფხულში მცენარე უხვად უნდა მოირწყოს, ზამთარში კი ზომიერად, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შენობის ტემპერატურა. ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი ნესტი ისევე არ არის სასურველი, როგორც გამოშრობა. გაითვალისწინეთ, რომ ყავის ხეს ტენი სჭირდება და ხშირად დანამეთ თბილი რბილი (არა ხისტი) წყლით. გარდა ამისა, შეიძლება ქოთანი დავდგათ ფართო სადგამზე, რომელიც წყლით იქნება სავსე. აპრილიდან სექტემბრამდე ყავა აქტიურად იზრდება. ამ პერიოდში შეიძლება გამოვიყენოთ თხევადი მზა სასუქი, ოღონდ ძალიან განზავებული. მცენარე მჟავა რეაქციის მქონე ნიადაგში უნდა დავაბინაოთ. ამისთვის მიწას სფაგნუმი და ტორფი უნდა დავუმატოთ.
ყავის ხე ლამაზი მცენარეა. ის კარგად იტოტება. აქვს მოგრძო, დაახლოებით 15 სანტიმეტრი სიგრძის ფოთლები მახვილი ბოლოთი და ტალღოვანი კიდეებით, მუქი მწვანე ტყავისებრი ზედაპირით. ყვავილიც, რომელიც აპრილსა და მაისში იშლება, საკმაოდ მომხიბლავი და სურნელოვანია. რაც შეეხება ნაყოფს, მის შესახებ ლაპარაკი საჭირო აღარ არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყავა კოფეინით მდიდარი სასმელია. მასში კოფეინი სხვა ორგანულ ნივთიერებებთან ერთად არის წარმოდგენილი, რის გამოც ორგანიზმის რეაქცია ყავის მიღებისას ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე სუფთა კოფეინის მიღების შემთხვევაში. დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელსაც არც ჰიპერტონია აქვს და არც გულის დაავადება, ყავა ორგანიზმის სტიმულაციისა და დაღლილობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

თურქული ყავა


თურქული ყავა (ასევე ნალექიანი ყავა) — ყავის მომზადების მეთოდი წვრილად დაფქული ყავის მარცვლების მოხარშვით, ხშირად შაქართან ერთად და მცირე ზომის ფინჯანით მირთმევით. სახელი მიუთითებს მომზადების წესზე და არა მარცვლის წარმომავლობაზე, ვინაიდან ყავის მარცვლის სპეციალური თურქული სახეობა არ არსებობს. მომზადების ეს წესი გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთშიჩრდ. აფრიკასა და ბალკანეთის ქვეყნებში, აგრეთვე ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. თუმცა ყოველ რეგიონში მას საკუთარი სახელით მოიხსენიებენ (მაგ. სომხური ყავა, ბერძნული ყავა ან არაბული ყავა იგივე მეთოდით მომზადებულ ყავას ქვია). თუმცა ზოგადად ამგვარ ყავას ”თურქულს” უწოდებენ, ვინაიდან პირველიყავახანები სწორედ ოსმალეთის იმპერიაში გაჩნდა.
თუქრული ყავის ნალექს ხშირად მკითხაობის მიზნითაც იყენებენ.

მცირედი ყავის შესახებ



ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.
სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.
არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.